კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნიკა კვიტატიანი დააკავეს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნიკა კვიტატიანი დააკავეს – მას რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვას ედავებიან.

კვიტატიანს სახლთან პოლიციელები დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მისი დაკავების  შესახებ ინფორმაცია სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ 24 ოქტომბერს გაავრცელა. PosTV-იმ დაკავებულებად წინასწარ გამოაცხადა პირები, რომლებიც იმ დროისთვის დაკავებულები არ იყვნენ. მოგვიანებით PosTV-იმ ქარდი წაშალა, თუმცა სიაში აღნიშნული პირები: გიგა ლემონჯავა, ნიკა კვიტატიანი, თენგო კირთაძე, თამთა გოგოლაძე, გიორგი სიხარულიძე და ნატო სლეპაკოვა მოგვიანებით დააკავეს.