“მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებებს სერიოზულად არ ვიღებ. ცოტა ხნის წინ მან ისიც თქვა, რომ მე თითქოს ვაკეთებდი განცხადებებს საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად. ვფიქრობ, მისი განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის, ამიტომ ასეთი განცხადებები ჩემთვის არასერიოზულია და არ ვაპირებ მის კომენტირებასა და კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებას”

თქვა სახალხო დამცველმა ქართული ოცნების თავმჯდომარეზე, რომელმაც ის ენმ-სთან კოორდინირებულ მოქმედებაში დაადანაშაულა.