კორონავირუსი თაკო ჩარკვიანის დედასაც დაუდასტურდა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის,  თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა.

“დედას დაუდასტურდა კოვიდი აი ახლა კი ცუდად ვარ”-წერს ჩარკვიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი გუშინ, 11 სექტემბერს დაუდასტურდა. ჩარკვიანი ინფიცირების სავარაუდო წყაროდ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში იმ მიკროფონს ასახელებს, რომელიც მისი თქმით ჯერ ლევან გოგიჩაიშვილს, შემდეგ კი თვითონ ეკეთა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე  კორონავირუსი ასევე დაუდასტურდათ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას.  კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა თაკო ჩარკვიანის ქმარსაც. თაკო ჩარკვიანი კლინიკაშია გადაყვანილი. მისი დედის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.