COVID-19 რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა, ის ოჯახში მე-5 ინფიცირებულია

ახალი კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა. პაციენტი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდაპირველად კორონავირუსი ბავშვის ბებიას, რუსთავის საკრებულს წევრის დედას დაუდგინდა, რომელიც ეროვნული ბანკის ფულის საცავის თანამშრომელია. მოგვიანებით, მის ქმარს, შვილს და შვილიშვილს. დღეს კი ვირუსი ოჯახის კიდევ წევრს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, აღნიშნულ ოჯახში კორონავირუსი 5 ადამიანს აქვს დადასტურებული.

საერთო ჯამში, კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 39 განიკურნა, ხოლო 2 გარდაიცვალა.