კრემლი უკრაინასთან მოლაპარაკებებში გარღვევას ვერ ხედავს

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში გარღვევებს ვერ ხედავს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო.

„პირველ რიგში, ჩემი კოლეგა მედინსკი დაწვრილებით აგიხსნით, დღეს ის აპირებს ამის გაკეთებას. მეორეც, პოზიტიური ის არის, რომ უკრაინულმა მხარემ, ყოველ შემთხვევაში, დაიწყო კონკრეტულად ჩამოყალიბება და ქაღალდზე გადმოტანა, რასაც გვთავაზობს.

რაც შეეხება დანარჩენს, მოდი, ასე ვთქვათ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ძალიან იმედისმომცემია, გარკვეული გარღვევებია, ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი”,– განაცხადა პესკოვმა.