ლაგოდეხში ძმისშვილმა მარტოხელა ბიძა ნაჯახით მოკლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალგორში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ძმისშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით ბიძა მოკლა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შუახნის მამაკაცი მარტოხელა იყო და მას ძმისშვილი სტუმრობდა ხოლმე. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.