ლავროვი სანქციების გამო გაეროს სესიაზე ვერ ჩადის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სერგეი ლავროვი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სესიაზე სანქციების გამო ვერ ჩადის.

ევროპულმა ქვეყნებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ამიტომ მინისტრი ლავროვი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში, გაერო ვერ უზრუნველყოფს ლავროვის ჩასვლას ჟენევაში”. – განაცხადა ლავროვმა.