ლაზარე გრიგორიადისის მამამ თვალი და პირი ამოიკერა

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე მარტში დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა პირი და თვალი ამოიკერა. როგორც ბექა გრიგორიადისი აცხადებს, ის პროტესტის ამ ფორმით,  სოლიდარობას უცხადებს მაღაროელებს და იბრძვის ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლებისთვის.