ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან-  გამყარდა.

ერთი დოლარის ღირებულება 3,4464 ლარი გახდა, რაც 0,02 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 0,01 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 4,1529 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.