61 წლის ასაკში ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.
ლევან გაჩეჩილაძე 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი “ახალი მემარჯვენეები”, ხოლო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.