ლექციას პარლამენტის წინ ჩავატარებთო, გარწმუნებთ იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს! – ვატო შაქარიშვილი დაგეგმილ აქციაზე

ლექციას პარლამენტის წინ ჩავატარებთო, გარწმუნებთ იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს! -წერს ამის შესახებ, ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილი.

 
“დაუანონსებიათ იმ ჩავარდნილ ლექციას პარლამენტის წინ საჯაროდ ჩავატარებთო…გარწმუნებთ, რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს – რუსულად მოვიდნენ, რუსულად გვითხრეს, რუსულად… რუსულად…რუსულად… საელჩოებიც აღშფოთდებიან, ენჯეობიც გაგიჟდებიან, ალბათ “ხელოვნების” წარმომადგენლები მორიგ კოლექტიურ წერილსაც მოაწერენ ხელს კლასიკურ ბოლშევიკურ სტილში…

ბორჯომში რაც უნდა ელაპარაკათ, ის რომ საჯაროდ თქვან, მარტო ჩვენი მოძრაობა კი არა, მთელი საქართველო გარეთ გამოვა და გადათელავს ამ ანტიქართველებს!

რა ქნან, ეტკინათ სიმართლე და მართალი ხალხის პოზიცია – სხვათა შორის გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სრული დაცვით!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!”- დაწერა შაქარიშვილმა.
 

ცნობისთვის, ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიისა და გირჩი-მეტი თავისუფლებას ცნობით, დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ ჩაატარებენ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ბორჯომში ორკები ცდილობდნენ.