ლიეტუვა ევროკავშირს რუსეთის პატრიარქის სანქცირებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვა ევროკავშირს სთავაზობს, სანქციები დაუწესდეს რუსეთის პატრიარქ კირილსაც, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებს და მხარს უჭერს.ა მის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

“დიახ, არის ასეთი წინადადება, ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია ურთიერთშეთანხმების მისაღწევად, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის შემოღებული”, – განაცხადა მინისტრმა.

ლიეტუვის მართლმადიდებლური ეკლესია არის ლიეტვის 9 ტრადიციული რელიგიური თემიდან ერთ-ერთი, რომელიც  მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.