ლიეტუვა მზადაა შუამავლობისთვის, რათა კონსენსუსი შედგეს – პრეზიდენტი

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მზადაა საქართველოში მედიაციისთვის, რათა მხარეებმა დიალოგსა და კონსენსუსს მიაღწიონ. ოფიციალური განცხადება მან გუშინ, საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

“საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური მიზნები მოითხოვს ფართო პოლიტიკურ ერთობასა და შეთანხმებულ ქმედებებს, მათ შორის კონსტრუქციულ და მუდმივ დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის.

ჩვენ ბოლომდე ერთგულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის გადალახვაში. ლიეტუვა მზადაა შუამავლობისთვის, რათა ყოველ პარტიას შორის დიალოგი და კონსენსუსი შედგეს”,- აცხადებს ლიუტივას პრეზიდენტი.