ლუკაშენკო უკრაინაში სახმელეთო შეჭრას გეგმავდა, მაგრამ არმიის დაყოლიება ვერ შეძლო

ბელორუსის დიქტატორი ლუკაშენკო ამზადებდა უკრაინაში სახმელეთო შეჭრას, მაგრამ მან ვერ შეძლო ბელორუსის არმიის დაყოლიება.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი ბელორუსის საჰაერო სადესანტო ჯგუფის დამფუძნებელმა ვალერი სახაშჩიკმა ტელეკომპანია Espresso-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დეკემბერში ბელორუსის რესპუბლიკის არმიის ყველა საბრძოლო ქვედანაყოფი  საზღვარზე იყო მობილიზებული  და დაიწყო მრავალი კითხვის დასმა მეთაურობისთვის, რატომ გახდა უკრაინელი ხალხი მოულოდნელად მტერი.

“თითქმის ერთი კვირის განმავლობაში სუკ-ი აშანტაჟებდა, აშინებდა, ესაუბრებოდა სამხედროებს – თუმცა ეშედეგოდ. შემდეგ კი მათ უმაღლეს ხელმძღვანელობას აცნობეს, რომ ბელორუსის არმია არ იყო მზად უკრაინაში სამხედრო ოპერაციებისთვის”, – თქვა სახაშჩიკმა.