მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ  დასავლეთის ქვეყნები მოქალაქეებს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ ბელარუსში ვიზის გარეშე იმგოზაურონ, რადგან არ დაინახონ, თუ როგორ ნორმალურად ცხოვრობენ ბელორუსები.

”გავხსენით მათთვის საზღვრები კათოლიკური აღდგომის წინ და რადუნიცაც არის რამდენიმე დღეში. ჩამოვიდეს ხალხი პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან თავიანთი ახლობლების სასაფლაოებზე, როგორც ეს ყოველთვის იყო. დავუშვი ვიზების გარეშე. ისინი არ უშვებენ თავიანთ ხალხს ბელარუსში. რატომ? რადგანაც ხალხი ჩამოდის ჩვენთან მარილის საყიდლად. მარილი არ აქვთ! დიდებული, მდიდარი დასავლეთი და მარილი არ აქვთ! და მათი ხალხი რომ არ ამბობდეს იმას, რომ ბელარუსები ნორმალურად ცხოვრობენ, მათ უბრალოდ არ უშვებენ. სულ ესაა მათი დემოკრატია. მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა. სულ მაკრიტიკებდნენ – დიქტატურა, დიქტატურა, სამაგიეროდ წესრიგია.” –  განაცხადა ლუკაშენკომ.