“ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე კრიტიკის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ, ნაციონალური მოძრაობის როგორი სახეც ხართ, იმ სახით”.

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ენმ-ს დეპუტატ ანა წითლიძეს, რომელმაც თქვა, რომ მმართველი პარტიის წევრებს არა პრორუსები არამედ, რუსები უწოდა.