“ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი, გიორგი რურუა”- ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი რურუას “კრიმინალურ ავტორიტეტს” უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია მას “2 500 ლარად უწოდებს პოლიტპატიმარს”.
“მე არ ვიცი, თვითონ ოპოზიციონერებს ეშინიათ, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის არის პოლიტპატიმარი. ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი, გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს, ეს არის მოცემულობა. ამ ადამიანმა ჩარიცხა ფორმალურად, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკასთანდ დაეფიქსირებინა თავისი კონტაქტი, 2 500 ლარი ნაციონალური მოძრაობის არხზე და ამ 2 500 ლარად უწოდებენ მას პოლიტპატიმარს, ეს არის მთავარი ამბავი, ეს ხომ ყველამ ვიცით. ერთმანეთს თუ ვერ უმხელენ პირადად ამ ადამიანის შიშით, ეს არ ვიცი”, — განაცხადა მდინარაძემ.