მარიუპოლში რუსების 2500 ჯარისკაცი და 60 ტანკი გავანადგურეთ – აზოვი

აზოვის პოლკის დაზვერვის ოფიცერი ილია, სამოილენკო ამბობს, რომ მარიუპოლში გაანადგურეს 2500 რუსი ჯარისკაცი და 60 ტანკი.

“ჩვენი გათვლებით და დანაყოფების გამოთვლებით, 15 აპრილის მდგომარეობით, ჩვენ გავანადგურეთ თითქმის 2.5 ათასი მტრის ჯარისკაცი, 5000-ზე მეტი იყო დაჭრილები, რაც უკრაინაში მტრის მთლიანი დანაკარგების 15%-ია.

ჩვენ ასევე გავანადგურეთ 60-მდე ტანკი და დავაზიანეთ დაახლოებით 30. ეს არის რუსეთის მთლიანი ტანკების დანაკარგების 10%-ზე მეტი. თითქმის იგივე ვითარებაა ქვეითი საბრძოლო მანქანების, საარტილერიო დანადგარების შემთხვევაში – 10%-ზე მეტია”,– აცხადებს სამოილენკო.

მისივე განმარტებით, აზოვის პოლკმა ეს იმ ვითარებაში მოახერხა, როდესაც მათ არ ჰქონიათ არანაირი საჰაერო, საარტილერიო ან სახმელეთო მხარდაჭერა.