მდიდარი ქვეყნებიც არ აკეთებენ იმას, რასაც ღარიბი საქართველო, რესურსებს უყაირათოდ ვხარჯავთ – კავკასიძე

მედიცინის დოქტორი და ქართულ-ამერიკული კლინიკის მენეჯერი გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ საქართველო რესურსებს უყაირათოდ ხარჯავს, რადგან ინფიცირებულ მსუბუქ ან უსიმპტომო პაციენტებს კლინიკაში ათავსებს.

,,მდიდარი ქვეყნებიც კი არ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებს ღარიბი საქართველო. ჩვენ არაყაირათიანად ვხარჯავთ რესურსებს. მაგალითად, არცერთ დასავლეთ სახელმწიფოში კოვიდ დადასტურებულ უსიმპტომო ან მსუბუქ პაციენტს არ ათავსებენ კლინიკაში, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან 551 პაციენტი არის კლინიკაში, რისთვის, სიმართლე რომ გითხრათ, გაუგებარია. ახსნა არის – დაკვირვების ქვეშ. მე ვერ ვიგებ, რას აკვირდებიან. თუ ადამიანი არის უსიმპტომო დაინფიცირებული, ყველაზე კარგი საშუალება არის სახლში იზოლაცია”,- განაცხადა კავკასიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში.

მან მთავრობის ეკონომიკურ გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ საქმიანობის განახლება უნდა შეძლონ.