შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2 ბირთვული წყალქვეშა ნავის რუსეთის სიახლოვეს განლაგების ბრძანება გასცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპმა მედვედევის განცხადებას, “უკიდურესად პროვოკაციული” უწოდა, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს – ”იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უგუნური და გამაღიზიანებელი განცხადებები მხოლოდ სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება”.
”რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ( რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა) უკიდურესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, გავეცი ბრძანება, რომ 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს – იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უგუნური და გამაღიზიანებელი განცხადებები მხოლოდ სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება. სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად მათ შეიძლება მოულოდნელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ვიმედოვნებ, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი მათგანი არ იქნება. მადლობა, რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს” – აცხადებს დონალდ ტრამპი.
”ტრამპის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული მუქარის შესახებ მის პირად ქსელში Truth Social-ში, რომელსაც მან ჩვენს ქვეყანაში ოპერირება აუკრძალა – თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და გააგრძელებს საკუთარი გზით სიარულს,” – განაცხადა მედვედევმა.
ცნობისთვის, თავდაპირველად ტრამპის განცხადებას, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად პუტინისთვის მიცემული ვადის 10 დღემდე შემცირების შესახებ მედვედევი გამოეხმაურა და ტრამპს მოუწოდა – “ნუ გაჰყვებით მძინარე ჯოს გზას”. რაზეც ტრამპმა მედვედევს უპასუხა – “გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ექს პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს – ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის!”