რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ერთ–ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად უკვე მიღწეულია, არის ის, რომ რუსეთს უკვე ანგარიშს უწევენ.
“რუსეთს უკვე ნამდვილად უწევენ ანგარიშს, როგორც საბჭოთა კავშირს. რაღაცაში უფრო სერიოოზულადაც კი, თუ სანქციების ნაკრებს გავითვალისწინებთ“–დაწერა მედვედევმა თავის ტელეგრამ არხზე.
მან გაიხსენა დიდი რვიანის ძველი შეხვედრები, სადაც რუსეთს “უბრალოდ არ ეძახდნენ შვიდეულის შეხვედრებზე“, სადაც დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური და ზოგჯერ თავდაცვის საკითხები განიხილებოდა.
მედვედევმა გეოპოლიტიკა ბავშვების ჩხუბს შეადარა.
“ცუდია, როცა ანგარიშს არ გიწევენ. როგორც ბავშვობაში, როცა შენს ეზოში მეზობელი ეზოდან მოვიდნენ საჩხუბრად… თუ შენ პირველმა დაარტყი, მაშინ მეტი შანსია შენი გაიტანო“– დაწერა მედვედევმა.
“ზუსტად ასეთი უნდა იყოს დიდი რუსეთი“–დასძენს ის.