მელია: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!

“20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!”,– წერს ნიკა მელია Facebook–ზე.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, წერია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ორ საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს მოიტანს.

პარლამენტში 27 აპრილს იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ნიკა მელია ამ გზით გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. ის ასევე უარს ამბობს ევროკავშირის მიერ მისი გირაოს თანხის გადახდაზე და საპატიმროს დატოვებას უპირობოდ ითხოვს.