მელიტოპოლში მოსწავლეებს წმინდა გიორგის ლენტების ტარებას აიძულებენ – დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში, ზაპოროჟიას ოლქში ბავშვებს წმინდა გიორგის ლენტების (რუსული მილიტარისტული სიმბოლო) ტარებასა და ომის შესახებლ ლექსების სწავლას აიძულებენ. მისი ცნობით, ამას სკოლის დირექტორები აკეთებენ, რომლებიც თანამშრომლობენ საოკუპაციო ძალებთან.

დენისოვა აცხადებს, რომ სკოლაში მოსწავლეები ლექსებს ომის შესახებ მკერდზე წმინდა გიორგის ლენტებით კითხულობენ, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ეს ხდება მშობლების თანხმობის გარეშე.

ომბუდსმენის შეფასებით, სკოლებში რაშისტული იდეოლოგიის გავრცელება მიზნად ისახავს ბავშვების გონებაში უკრაინული იდენტობის განადგურებას.

“ეს ქმედებები არღვევს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 29-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის მშობლების პატივისცემის, კულტურული იდენტობის, ენისა და ბავშვის წარმოშობის ქვეყნის ეროვნული ფასეულობების მიმართ. ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდის პირდაპირი მტკიცებულება.

მივმართავ გაეროს კომისიას, გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს და გაითვალისწინოს უკრაინაში რუსი ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტები”,– აცხადებს ლუდმილა დენისოვა.