მელიტოპოლში ოკუპანტებმა აქციები აკრძალეს და კომენდანტის საათი დააწესეს

მელიტოპოლში ოკუპანტები ქუჩებში ჯავშანმანქანებით მოძრაობენ და ხალხს რუპორით მოუწოდებენ, არ გავიდნენ აქციებზე.

ქალაქში, რომლის მერიც რუსებმა გაიტაცეს, საღამოს 18:00 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს და დემონსტრაციების გამართვა აკრძალეს.

“მელიტოპოლის სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია, სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დროებით კრძალავს მიტინგებსა და დემონსტრაციებს. 18:00 საათიდან 06:00 საათამდე შემოღებულია კომენდანტის საათი”, – აცხადებენ ოკუპანტები სამხედრო მანქანებიდან.

ცნობისთვის, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი რუსებმა გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. უკრაინის საგარეო სამინისტრომ ეს გატაცება სამხედრო დანაშაულად შეაფასა.

12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს აწამებდნენ ოკუპანტების მხარდასაჭერი ვიდეოს გადასაღებად.

მელიტოპოლის მოსახლეობა მერის მოტაცებას აპროტესტებს და აქციებს აწყობს მისი დაბრუნების მოთხოვნით.