მერიამ სანქცირებულ “კამაზებში” მილიონები გადაიხადა – “ფლანგვის დეტექტორი”

თბილისის მერიამ სანქცირებულ “კამაზებში” მილიონები გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თბილისის მერიამ 4.5-მილიონ ლარიანი შესყიდვა გააფორმა სანქცირებული “კამაზის” ოფიციალურ დილერთან.

შეძენილი “კამაზებით” მერია თბილისის ქუჩებს მორეცხავს, ამ დროს კი “კამაზი” უკრაინაში რუსული ჯარის მომარაგებას აგრძელებს.

“მმართველობის მონიტორინგის” ცენტრი კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს კვლევას, სადაც მიმოხილული იქნება საქართველოს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით.” წერს “ფლანგვის დეტექტორი”.