”მე არ მეკარება, ვფიქრობ ვაქცინაზე, მაგრამ კარგი არცერთია” – რას წერდა Covid19-ით გარდაცვლილი ფეხბურთელი ინფიცირებამდე

”მე არ მეკარება, ვფიქრობ ვაქცინაზე, მაგრამ კარგი არცერთია” – ეს სიტყვები, კორონავირუსით გარდაცვლილმა 20 წლის ფეხბურთელმა, ვახო ჩარკვიანმა, მეგობარს ინფიცირებამდე მიწერა. მიმოწერის ფოტოები სოციალურ ქსელში მეგობარმა გაასაჯაროვა.

ცნობისთვის, გუშინ  10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 20 წლის  ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს გუნ­დი „ვიტ ჯორ­ჯია 2“ – ში თა­მა­შობ­და. ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი ად­ვო­კატ გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნის ვა­ჟია.