მე ვარ შშმ ბავშვის დედა! რაც სათქმელი მქონდა ვთქვი! – ქალი რომელმაც “ოცნებას” რუბლები დააყარა

ქალმა, რომელმაც დღეს  სასესიო დარბაზში საპროტესტო ბანერი გამოფინა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს რუსული რუბლები თავზე გადააყარა, შშმ ბავშვის დედაა.

არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან” – ეწერა ბანერზე, რომელიც დარბაზში მოქალაქემ გადმოფინა. 

      • ”რაც სათქმელი მქონდა ვთქვი! მე ვარ შშმ ბავშვის დედა! ნებისმიერ ფორმას გამოვიყენებ რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად ნებისმიერ შემთხვევაში”. – განაცხადა შშმ- ბავშვის დედამ.

    ამ პერფორმანსის შემდეგ, მოქალაქეს დარბაზი პაპუაშვილის ბრძნებით მანდატურებმა დაატოვებინეს, სხდომაზე კი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, დაპირისპირება დაიწყო. “ოცნების” წევრები მომხდარმა წყობიდან გამოიყვანა. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი