მე ხმა თქვენ მოგეცით და არ მომეწონა თქვენი ბოიკოტი – ინგა გრიგოლია მამუკა ხაზარაძეს

“მე ხმა თქვენ მოგეცით და არ მომეწონა თქვენი ბოიკოტი “- ასე მიმართა, ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ, პარტია “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ მას, როგორც ამომრჩეველს სურდა, ის ხალხი ვისაც ხმა მისცა, იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებას ვერ მოახერხებდა,პარლამენტში მებრძოლი ენახა.

“ამ არჩევნებში, მე თქვენ მოგეცით ხმა და როგორც თქვენს ამომრჩეველს არ მომეწონა, როცა თქვენ ბოიკოტი გამოაცხადეთ. ეხლა როგორც თქვენი ამომრჩეველი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ, გეუბნებით რომ მე ვერ ვხედავ ამ კრიზისიდან გამოსასვლელ გზას. დამანახეთ მაშინ რაშია გამოსასვლელი გზა ოპოზიციას ნელნელა რესურსი ეწურება, ხართ თქვენ მოგებისუნარიანი ოპოზიცია? რომელიც თუნდაც ნიკა მელიას გამოიყვანს? იქნებ ჯობდა პარლამენტში ჯდომა. მე მინდოდა ვისაც მე ხმა მივეცი ის ხალხი მე პარლამენტში მებრძოლი მენახა თუკი გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა და სად გეძებოთ? ქუჩა-ქუჩა? “- უთხრა ინგა გრიგოლიამ ხაზარაძეს.