“კმაყოფილი ვარ ყველა ნაბიჯით, რომელსაც საქართველო დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდით ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის ნამდვილი პრიორიტეტი.

ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც ვნახეთ მიმდინარე წლის მარტში, ოპტიმიზმით მავსებს ქვეყნის მომავლის მიმართ. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და კიდევ ერთხელ გამოხატავს ერთგულებას გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მიმართ”,

ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა  “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.