მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც.. – შონ პენი უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონზე ფილმის გადაღებას გეგმავს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რეჟისორი და მსახიობი, შონ პენი თბილისში იმყოფება და ამბის თხრობის ფესტივალ ,,ზეგ”-ის ღონისძიებას ესწრება. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს და უკრაინამ მას საქართველოც აჩუქა. რეჟისორი უკ­რა­ი­ნა­ში მიმდინარე ომზე და რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ა­ზე ფილ­მს იღებს.  ახლა კი ის უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონზე გეგმავს ფილმის გადაღებას.

”ბევრი წარმატება და მარცხი გამომიცდია, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და შთამაგონა, რომ ეს ფილმი გადამეღო. ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა – მშვიდობა და თავისუფლება