მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება – დიდი ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ მითებს, ტყუილსა და დეზინფორმაციას უპირისპირებენ სიმართლეს.

საელჩოს განცხადებით, მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება:

“სიმართლეა: 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.

რუსეთს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას, ან შეაჩეროს ეს პროცესი” – წერს საელჩო Facebook-ზე.