მე არ მოვერიდები და საერთოდ არ მიმაჩნია უხერხულობად ამ თემაზე საუბარი. პირიქით, ვფიქრობ, დებატები უნდა გავხსნათ ამ თემაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ პოზიცია – რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი.

ჩემთვის მიუღებელია ბაღებსა და სკოლებში პროპაგანდა. ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს [LGBT] პროპაგანდა. არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი. ამორალური იყო ეს კამპანია, რომელიც აწარმოა მაკდონალდსმა და თქვა, რომ ეს გლობალური კამპანიის ნაწილი იყო. რა მნიშნელობა აქვს ვერ გავიგე?! ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული . ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტში, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი.

აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე.