მიშა მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

ტელეკომპანი “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

დაზარალებულის სტატუსთან ერთად დაცვის მხარე თავდამსხმელისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. შსს-მ საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამინისტროში არ ამბობენ,  რატომ არ იწყება გამოძიება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების ფაქტზე.

27 ივნისს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.