მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება მწვავე ანემია, ასევე ტაქიკარდია – კობა ნაყოფია​

მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება მწვავე ანემია, ასევე, ტაქიკარდია – ამის შესახებ,  ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ, ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხეში მონახულების შემეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მას აღენიშნება მწვავე ანემია, ასევე, ტაქიკარდია. ის ნევროლოგიური პრობლემები, რომელიც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე არ არის მოგვარებული. ყველაფერი ამის ფონზე, მასთან არ უშვებენ პირად ექიმს, ზოგადად არც ერთი ექიმი, მათ შორის უცხოელი ექიმები, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან, დღემდე არ არის თანხმობა. სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეკისრება ივანიშვილს და ქართული ოცნების ხელისუფლებას რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, კარგად მოგეხსენებათ, რომ პროცესი მიმდინარეობს. დღეს რაც ხდება მის თავს, ეს არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების გაგრძელება. ულტიმატუმთან დაკავშირებით ის გაავრცელებს მის განცხადებას, ეს ულტიმატუმი არსად გამქრალა”,- თქვა კობა ნაყოფიამ.