მკაცრად ვგმობთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ არჩევნებს – უკრაინა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში.

საელჩოს განცხადებით, უკანონო არჩევნები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგი.

“რუსული არმიის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე უკანონო არჩევნებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფუძველი შექმნას.

უკრაინა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარება, ასევე დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინაში.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას”,– წერია უკრაინის საელჩოს განცხადებში.