“ჩვენ რამდენიმე დღის წინ საქართველოშიც ვნახეთ „ბორდერიზაციის“ გააქტიურების მაგალითი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ასახოს ის განწყობა, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. ხალხს, რომელიც მხარს უჭერს თავის უკრაინელ ძმებს და დებს, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინელებსა და ქართველებს ბევრი რამ აქვთ საერთო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია რუსულ აგრესიაზე. არ მგონია, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს იმის მითითების, რომ ამ აგრესიის წყარო რუსეთია. რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და არა – პირიქით. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს და არა – პირიქით. რუსეთი აგრესორია, საქართველო და უკრაინა კი არიან მსხვერპლნი, და ამაზე მითითებას არ უნდა მოვერიდოთ”

აცხადებს The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.