მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და, ბინა გაქრა დარჩნენ ყველაფრის გარეშე, ნერვიულობისგან ცუდადაა – ზურაბ ყიფშიძე

ტელეწამყვანმა მაკა რაზმაძემ, გუშინ,8 მარტს,  სოციალურ ქსელში დაწერა რომ მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებდნენ,  რადგან, თაღლითური სქემის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. პირველ კომენტარს მსახიობი,  Ambebi.ge-სთან აკეთებს. მისი თქმით, გამოუცდელი ქალები, მარტივად მოატყუეს და ნერვიულობისგან, მის ცოლს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

“მო­ტყუ­ე­ბუ­ლია ჩემი ცოლი და მისი და. ეს ამ­ბა­ვი რამ­დე­ნი­მე წლის მერე გა­ვი­გე. მოკ­ლედ, ქა­ლებს უნ­დო­დათ, კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა – სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი და მა­ღა­ზია გა­ეხ­სნათ. ენ­დნენ ვი­ღა­ცებს, იმათ ჩუ­მად შე­ა­პა­რეს ისე­თი რამ, რა­ზეც ხელი მო­ა­წე­რი­ნეს, რი­თაც გა­მო­ვი­და, რომ უფ­ლე­ბე­ბი სხვას მის­ცეს, ისე რომ ამის შე­სა­ხებ არც იცოდ­ნენ. არა მარ­ტო ეს ბინა, კი­დევ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ნე­ბია ასე ჩა­დე­ბუ­ლი. რომ არ გა­და­ი­ხა­დეს, იმან ადგა და ბინა გა­ყი­და. ჰო­ლან­დი­ელ­მა, ფრან­გმა და ერ­თდრო­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, ნა­ხე­ვარ ფა­სად 12 თვის მა­გივ­რად, ერთ კვი­რა­ში იყი­და..ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ა­ტყუ­ეს ჩემი ცოლი და მისი და – ბინა გაქ­რა და დარ­ჩნენ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე. მე არც ვი­ცო­დი, გვი­ან გა­ვი­გე. არა­სო­დეს ვა­კე­თებ იმას, რაც არ ვიცი. როცა არ ვიცი, ასეთ დროს, მომ­ყავს მცოდ­ნე და ვიხ­მა­რებ. აქაც ეს საქ­მე თა­ვის თავ­ზე მცოდ­ნეს უნდა აეღო, მათ შო­რის, ის ხე­ლის­მო­წე­რაც… ამ ყვე­ლა­ფერ­ში გა­მო­უც­დე­ლი ქა­ლე­ბი კი მარ­ტი­ვად მო­ა­ტყუ­ეს. ბო­ლოს კი ამო­ი­ღეს ხმა და ახლა უკვე სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა…

ამ ამბავს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თუ უშ­ვე­ლის. გა­და­წყდა ისიც, რომ ეს ამ­ბა­ვი გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ და იქ­ნებ იმოქ­მე­დოს იმ ჰო­ლან­დი­ელ­ზე და და­აბ­რუ­ნოს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი ქო­ნე­ბა. უკვე აღარ ვიცი… ფაქ­ტი ის არის, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ… სამი წლის წინ უნ­დო­დათ ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, მე ავუკ­რძა­ლე, არ მინ­და, მა­ს­მე­დი­ით ამა­ზე ლა­პა­რა­კი, ხალ­ხი ისე­დაც ჭკუ­ა­ზე არ არის, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა აქვს და კი­დევ ჩემი პრე­ტენ­ზი­ე­ბის მოს­მე­ნა რა სა­ჭი­როა, სირ­ცხვი­ლია-მეთ­ქი. მაგ­რამ ახლა უკვე ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა. ცუ­დად არის ჩემი ცოლი, ოპე­რა­ცი­ე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, ექი­მე­ბი სჭირ­დე­ბა – ეს ნერ­ვი­უ­ლო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც და­ე­ტყო. ახლა ვამ­ბობ იმას, რაც ვიცი და ვი­მე­ო­რებ, რაც ყვე­ლა­ზე ბო­ლოს გა­ვი­გე. არა­და, მსა­ხი­ობს არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, სხვა რა­მე­ზე ვი­ლა­პა­რა­კო. რა­ტომ­ღაც გა­მო­დის, რომ ვსა­უბ­რობ სო­ცი­ა­ლურ უბე­დუ­რე­ბა­ზე, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ ორ ნა­ბიჯ­ზე გვხვდე­ბა. ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში შე­იქ­მნე­ბო­და.”- აცხადებს ყიფშიძე.

წყარო: AMBEBI:GE