მოგვმართავენ და კიდევ ერთხელ ვეტყვით უარს – პაპუაშვილი მანდატების შეჩერებაზე

მოგვმართავენ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, შეუწყვეტს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციას საპარლამენტო მანდატებს, თუ ისინი ამ მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ პარლამენტს.

„მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია, ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ ეს. მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ – ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება. ამის არგუმენტი არის თითოეული დეპუტატის ნება მიაჭიროს თითი ღილაკს ან არა”- განაცხადა პაპუაშვილმა.