”მე მინდა მოვუწოდო ოპოზიციაში ყველას, არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები, რაღაც ტაქტიკურ საკითხებზე, დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო.” – ასე გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რეჟიმის მიერ კოალიციის კიდევ ერთი ლიდერისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 7 თვით პატიმრობის მისჯას
“ცოტა ხნის წინ მონა-მოსამართლე ჯვებემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა, ამ ეტაპზე, ისჯება შვიდი თვით. პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ემოციური დამოკიდებულება – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით! ვამაყობთ იმ ხალხით, რომლებიც სისტემას ებრძვიან ამ გზით – არ თანამშრომლობით, არ აღიარებით და კი, მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ აქ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ამ სისტემასთან ზუსტად ისეთივე პრინციპებით, რის გამოც, ზურა ჯაფარიძე ჩაჯდა დღეს ციხეში 7 თვით.
დღეს ჩვენ კიდევ ველოდებით სხვადასხვა განაჩენს და არ ვიცით სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს, ამიტომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მინდა მოვუწოდო ოპოზიციაში ყველას, არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები, რაღაც ტაქტიკურ საკითხებზე, დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო.
ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია არის პრინციპულობა და ერთად დგომა. ამიტომ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ მამუკას, ბატონ ბადრის, ვაშაძეს ვუსურვებ რომ არ მოუწიოთ ციხეზე არ გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველა დავდგეთ ერთად, დავასრულოთ კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს უბრალოდ არ არსებობს და გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა, მათ შორის, მორალურად გამართულებმა, რომ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, 50 ახალგაზრდას ციხეში ყოფნის ფონზე, ჩვენ არც კი დავუშვებთ ამ აბსურდულ არჩევნებში შესვლას” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.