როდის გაიმართება მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი – პოდოლიაკის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი “სამართლებრივი ფორმატების” შემუშავების შემდეგ გაიმართება.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გამართვის თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა შეიძლება ხვალ ან ზეგ შედგეს.

“როგორც კი შემუშავდება ორმხრივი სამართლებრივი ფორმატები, დაინიშნება შეხვედრა – მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ალბათ არ არის უბრალოდ საუბარი. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, ახლა ვცდილობთ, რომ ეს საკითხები გარკვეულ სამართლებრივ ფორმატში მოვაქციოთ”,– აცხადებს პოდოლიაკი.