მტერი ცდილობს, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციისთვის მზადება დაასრულოს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რუსეთის ცდილობს, დაასრულოს მზადება აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციისთვის.

მათი ცნობით, მიმდინარეობს ჯარების გადაჯგუფების, მართვის სისტემის გაფართოებისა და ლოჯისტიკური სამუშაოები.

“ოკუპანტებმა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის რაიონებში გადაჰყავთ”,– აცხადებს გენშტაბი.

ცნობისთვის, უკრაინა მომდევნო დღეებში ელოდება ძლიერ შეტევას დონბასზე. ალექსეი არესტოვიჩის ცნობით, შეტევის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. მისი პროგნოზით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დონბასში მძიმე ბრძოლები გაიმართება, რაც ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავს.