თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილე და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი მიხეილ გრემელაშვილი ძალადობაზე ბრალდებას “სპეკტაკლს” უწოდებს და შეურაცხმყოფელი ტერმინებით ეხმიანება.
“ნაციონალების ძ***ას მოწყობილ სპექტაკლს, აგერ გაირკვევა ყველაფერი, რაღაც–რაღაცა პოსტები რომ დამიდეს ნაციონალების ძ***ებმა, გაუშვით ყველაფერი თუ სიმართლეა, როგორ გეკადრებათ, მაგ სპექტაკლზე პასუხის დამბრუნებელი არა ვარ, აგერ გამოძიება, სამართალდამცავები და გაარკვევენ”,– თქვა მიხეილ გრემელაშვილმა მთავარ არხთან.
მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც თავის ბიძაშვილს, მიხეილ გრემელაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.
კუკუნაშვილის თქმით, გრემელაშვილი სისტემატურად ძალადობს საკუთარ ქალიშვილებზე, რის გამოც ერთერთმა მათგანმა სუიციდიც სცადა.