ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა – ბასიკაშვილის ადვოკატი

“ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა”- ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ესეც საზოგადოებას წარვუდგინოთ, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ და იმაზე დაყრდნობით აკეთონ შეფასებები.

ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა და უჭირს გადაადგილება.

„ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.