ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დაკითხონ

ნიკოლოზ ბასილაშვილის გახმაურებულ საქმეზე შესაძლოა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.  ბასილაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს თუმცა არც უარყოფს. ადვოკატი ადასტურებს რომ  ნოვაკ ჯოკოვიჩი ბასილაშვილს უკვე ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ“, – ამბობს ირმა ჭკადუა.

საჭიროების შემთხვევაში ჯოკოვიჩი მზად არის სასამართლოს ჩვენება მისცეს 2019 წლის ინციდენტზე, რომელიც ამერიკის ღია ჩემპიონატზე მოხდა. ადვოკატი ირმა ჭკადუა არ აკონკრეტებს, თუმცა არ უარყოფს, რომ სასამართლოს ჩვენებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მისცემენ.