“ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ ძმებზე” – ფოტო ნამოხვანიდან

ნუ აღმართავენ ხელს საკუთარ ძმებზე – სოციალურ ქსელში, ადგილზე მყოფი, დათო სიმონია ფოტოს აქვეყნებს სადაც, მაკა სულაძე, ერთ-ერთი რიონის ხეობის მცველი დაჩოქილი ემუდარება სამართალდამცავებს, რომ არ აღმართო ხელი საკუთარ ძმებზე.

“მაკა დაჩოქილია სპეცრაზმის წინაშე და ემუდარება, ნუ აღმართავენ ხელს საკუთარ ძმებზე”- წერს დათო სიმონია.

ამ წუთებში, დაძაბული ვითარებაა, სოფელ გუმათთან,  ვარლამ გოლეთიანმა მსვლელობის დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ხელებაწეული უნდა დაძრულიყვნენ და წინააღმდეგობა არ გაეწიათ. მან პოლიციას მოუწოდა, ადგილზე უპრობლემოდ შეეშვათ,  რასაც დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ დააკავა 1 აქტივისტიც.

რამდენიმე წუთის, წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ არ დაუშვებენ, რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.