ოკუპანტები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ, სიტუაცია რთულდება – მერის მრჩეველი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, გრძელდება საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები მარიუპოლზე. მათი ცნობით, ოკუპანტმა ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინა უკრაინული ჯარების დანაყოფების ბლოკირებაზე აზოვსტალის ქარხნის მახლობლად.

“ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად და უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის ჩასახშობად ის იყენებს სტრატეგიულ ავიაციას. ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გამო უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დაბომბვის გაძლიერება”,– აცხადებს გენშტაბი.

მარიუპოლის მერის მრჩევლის თქმით, ოკუპანტები, დაბომბვის საფარქვეშ, ცდილობენ შეაღწიონ აზოვსტალის ქარხანაში. პეტრ ანდრიუშჩენკოს შეფასებით, სიტუაცია დღითიდღე რთულდება.