ოკუპანტები თვრებიან და ერთმანეთს ესვრიან – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსი დამპყრობლები ხერსონის რაიონში “თავისუფალ დროს” თვრებიან და ერთმანეთს ჭრიან. ამის შესახებ ოკუპანტმა თავის მეუღლეს სატელეფონო საუბრისას უთხრა.

“დათვრნენ, ერთ საგუშაგოზე ერთმანეთს ესროლეს. ერთმანეთს ჭრიდნენ…“,– ეუბნება ოკუპანტი მეუღლეს.

კითხვაზე, როდის დაბრუნდება სახლში, მან ცოლს უპასუხა, რომ 9 მაისამდე უკრაინაში დარჩება, ოღონდ არა 2022, არამედ 2023 წლის.

“ალბათ დაავიწყდა დაზუსტება, რომ დიდი ალბათობით პოლიეთილენის პარკით დაბრუნდება, რადგან თუ ის არ გაანადგურდა უკრაინელი დამცველების მიერ, დიდი შანსია, რომ მსოფლიოში ყველაზე “ცისფერი” არმიის ერთ-ერთი ჯარისკაცი ამას გააკეთებს არყის მორიგი ბოთლის შემდეგ”,– აცხადებს დაზვერვა.