ოკუპანტები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ – ბრიტანეთის დაზვერვა

ოკუპანტები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ – შესაბამის იმფორმაციას, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქვეყნებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები სევეროდონეცკზე ზეწოლას განაგრძობენ, უკრაინა რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე კონტროლს ინარჩუნებს. შესაბამისად, რუსეთი დონბასს სრულად ვერ აკონტროლებს.

რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის (SGF) მთავარი დავალება სამხრეთ უკრაინის ოკუპაციაა. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტანკები საწყობიდან SGF-ის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. T-62-ები ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წინაშე დაუცველი იქნება და მათი ბრძოლის ველზე  ყოფნა რუსეთის თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობაზე მიუთითებს”. – წერია ანგარიშში