ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს სვიატგორსკის ლავრაზე, სადაც 520 დევნილი იმყოფებოდა

რუსმა ოკუპანტებმა ავიაიერიში განახორციელეს სვიატოგირსკის ​ლავრაზე, სადაც 520 დევნილი, მათ შორის 200 ბავშვი თავს აფარებდა. დაბომბვა 12 მარტის 22:00 საათზე დაიწყო.

Unian-ის ცნობით, ბომბი ​ლავრადან 50 მეტრში ჩამოვარდა, რამაც მონასტრის ფანჯრები და კარები დააზიანა.

დაიჭრა ათობით ადამიანი, ისინი სვიატგორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა.

სვიატგორსკში სულ 10 ათასი ადამიანი იქცა დევნილად.