ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ფიცი დადო

სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაციის“ ცერემონია მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ფიცი დადო.

„ვფიცავ, აფხაზეთის მრავალეროვნული რესპუბლიკის წინაშე, რომ გამოვიყენებ ჩემს ცოდნასა და ძალას მისი კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის. ჩემი მოქმედებებით მკაცრად დავიცავ აფხაზეთის კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვიქნები აფხაზეთის ხელისუფლების მიერ კანონის დაცვის გარანტი რესპუბლიკის ყველა მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისას. დაე, დამსაჯოს ჩემმა ხალხმა, თუ გადავუხვევ ამ წმინდა მოვალეობისგან“,-განაცხადა ბჟანიამ აფხაზურ ენაზე.

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ცერემონიას არ ესწრებიან დელეგაციები „რუსეთიდან და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან“.